„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას გმირი პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე!
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს!“ – წერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე მდინარაძე.

გაზიარება