„ციხეებში ათჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ პატიმრების მიმართ არის სათანადო მოპყრობა”, – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები 9200 პატიმარზე იღებენ პასუხისმგებლობას.