“წითელარმიელი ინწელიგენციის” “ტროიკები” არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე 126 ქართველი გამომცემლის და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.

“ეს კანონზომიერიცაა, როცა თავიანთ სფეროებში უკიდურესი “ლუზერები” არიან და ნაცმედიაც კი ვერ “აპიარებს” სათანადოდ, თავს ესხმიან საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს. კანონზომიერება ისიცაა, რომ ფსევდოლიბერალი ფაშისტი არარაოებების კონვულსიური ფაფხური მათთვის ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება ნებისმიერ ნაცსცენარში”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე გია აბაშიძე.

გაზიარება