„სკანდალური უხერხულობის შემთხვევაში, პოლიტიკაში, დიპლომატიაში ერთ-ერთი ხრიკია, ყველაფერი დაბრალდეს “მეისრეს” (стрелочник). დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პოლიტიკოსებს შორის შექმნილი (ამ შემთხვევაში, კიევმა შექმნა და არა თბილისმა) დაძაბულობის განმუხტვა.
არაა გამორიცხული, რომ ამგვარ “მეისრედ” ვიხილოთ ანდრეი კასიანოვი, რომელმაც “Европейская Правда-ში” სამარცხვინოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან ავიარეისების აღდგენით, საქართველოში რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“დღეს, საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით, მეტიც, – უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა მადლობელია ქართული მხარის მიმართ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის.
გასაგებია უკრაინელ დიპლომატთა ძალისხმევა და ისიც ცხადია, რომ მინისტრ დმიტრო კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის უსინდისო დამუნათების ინსტრუქციები.

დღევანდელი ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ კოლექტიური პოდოლიაკები, არახამიები და გონჩარენკოები რომ არ გაჩუმდებიან ჩვენდამი სიბინძურის ფრქვევაში, ამაში ეჭვი არც მე მეპარება.
გავუძლებთ ზნედაცემული პოლიტიკანების შემოტევას. მთავარია, უკრაინამ გაიმარჯვოს აგრესორ რუსეთზე და შემდეგ გახვეტოს პარაზიტი ჩინოსნები, რომლებიც, უწინარესად, უკრაინას აზარალებენ“, – აღნიშნავს აბაშიძე.

გაზიარება