,,შტურმი ეკლესიაზე, საქართველოზე, მშვიდობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე არ გაუვა არავის’’, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
“საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არც ერთ პარტიას და „ნაცმოძრაობა“ ვინ არის, რომ მაინც და მაინც „ნაცმოძრაობას“ გაუვიდეს?!
როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვა სურთ. ყველა არგუმენტი დადასტურდა უკვე. ეს “ნაცმოძრაობას” არ გაუვა და თავად გახდება მსხვერპლი ამ თავისი მავნებლური პიარკამპანიის.
წლების განმავლობაში ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან.
ყველაზე მავნებლობა, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს ჯგუფმა, პარტიამ, ტელევიზიამ, მასმედიამ თუ ა.შ., არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან, შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან და ა.შ. პირიქით, – განათლება, პროგრესი, შენი გუშინდელი დღის, შენი ინსტიტუტების, მათ შორის, განსაკუთრებით, შენი ეკლესიის პატივისცემა თავსებადი რამაა.
გუშინდელ დღეს და წარსულს და შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მთავარ საფუძველს პატივი თუ არ ეცი, წინ სწორად ვერ გაიხედავ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა პოსტი დადო, თავისი აზრი გამოთქვა (თან – სწორი), რომ სიძულვილი შობს აგრესიას და დაგმო ქალთა მიმართ ძალადობა. თავისი ხედვა წარმოადგინა, გააკრიტიკა ზოგიერთი მედია საშუალება და რა თავდასხმა მოუწყვეს! პირდაპირი შტურმი! შემდეგ საპატრიარქოს განცხადება იყო. ამაზეც შტურმი მიიტანეს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არავის. ამაში ვერ დარწმუნდნენ. ვერ მიხვდნენ’’, – განაცხადა მდინარაძემ.