ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, “უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ”.

როგორც ტიმერმანსმა აღნიშნა, ევროკავშირმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა ის კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გამოვიდეს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესი და კიევს საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

გაზიარება