„უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია რეგიონისთვის, რომელიც ჩვენც გვეხება. ვფიქრობ, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ შემდეგ ყურადღება გააქტიურდა.

„ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახორციელებთ ინფრასქტრუქტურაში. მინდა ვახსენო გზატკეცილები, რომელიც 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა – შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. მინდა ვახსენო ანაკლიის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას – 51% იქნება მთავრობის მფლობელობაში, 49 %-ზე კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება