„ომი ყველაფერს ჩამოწერს?! სამწუხაროდ – არა… უკრაინაში მასობრივი „საკადრო წმენდა“ დაიწყო”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და იმ პირთა არასრულ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა სახლებსა და ოფისებშიც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
„ომი ყველაფერს ჩამოწერს?! სამწუხაროდ – არა… უკრაინაში მასობრივი „საკადრო წმენდა“ დაიწყო. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, იჰორ კოლომოისკი, სახალხო დეპუტატი სტოლარი – ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახლებსა და ოფისებში 1-ელ თებერვალს თითქმის ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა უკრაინელმა სამართალდამცველებმა.
ასევე ეჭვმიტანილად გამოცხადდა ქვეყნის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის ყოფილი მინისტრი იჰორ ნასალიკი, რომელმაც სახელმწიფოსათვის საზარალოდ 1,5 მილიარდი ჰრივნის გარიგება დადო უკრაინელ ოლიგარქ დმიტრი ფირტაშის კომპანიასთან.
ჩატარებული “ოპერაცია” ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მთელი ხელმძღვანელობის გადაყენებით დასრულდა.
გადაყენებულია უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიაჩესლავ დემჩენკო და მისი ორი მოადგილე, ასევე – სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ტატიანა კირიენკო.
უკრაინაში ომი მძვინვარებს და კორუფცია ყვავის, სწორედ ამიტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გენერალური ინსპექტორის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, მითითებულ ნომრებზე უკრაინელებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიაწოდონ უკრაინაში დარღვევებზე, რომელიც კორუფციას, თაღლითობას, თანხის გაფლანგვასა და სხვა საკითხებს ეხება. ომი ყველაფერს ჩამოწერს?! როგორც ჩანს – არა”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.