„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში კიდევ უფრო ჩარევა აშშ-ის ინტერესებში არ არის“, – აცხადებს ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. დესანტისის მოსაზრებასთან დაკავშირებით გამოცემა „BBC-ი“ წერს.
როგორც საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, დესანტისი 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ მეტოქედ მოიაზრება.
რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის განკუთვნილი კითხვარის პასუხები “Fox News-ის” ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კითხვა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა, რაზეც ფლორიდის გუბერნატორის პასუხი ასეთი იყო:
„მაშინ, როდესაც აშშ-ს აქვს მრავალი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი – ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კრიზისის გადალახვა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის გამოწვევა – უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა არ არის ერთ-ერთი მათგანი“.