“უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც [ზელენსკისაც] აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ”,
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება