„უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და არა მხოლოდ უკრაინელი ბავშვები და ქალები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებულია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები და ამას აკეთებს კიდეც.
„ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რაც, სამწუხაროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყველანი – ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენ ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება