„არასწორი სანქციების პოლიტიკისა და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში ამერიკა იგებს, ხოლო ევროპა აგებს. ამ დროისთვის სადავოა, რუსეთი მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ისინი ამდენს არ კარგავენ. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა არის ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ კონფლიქტში”, – განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო “Kossuth-ს”.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა კარგავს რუსულ ენერგორესურსებს ამერიკულის სასარგებლოდ უარის თქმით, რაშიც 5-10-ჯერ მეტი უნდა გადაიხადონ. მისი თქმით, ევროპამ „ამერიკელ მეგობრებს“ უნდა დაუსვას კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება მოგებული ამ სიტუაციაში.

გაზიარება