„უკრაინის მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება“, – აცხადებენ ევროპის საბჭოში.
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ კითხვას – ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და, თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრება აღნიშნულ კანონზე? – ევროპის საბჭოს პასუხი ასეთია:
„კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით.
ცნობისთვის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია, ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.