ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.
ექსპერტი ინტერესდება, თუ საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი უკან გაიწვია.
მისივე თქმით, განსაკუთრებით გაოცებას იწვევს ელჩის თავგადაკლული ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებით.
„საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამ ძალიან საეჭვოდ გაამწარა მავანნი: ქართული ოპოზიცია, მათი ტელევიზიები, არასამთავროები, მიკერძოებული ევროპარლამენტარები… კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება რადიკალური ოპოზიციის მიზნების დამფინანსებლებს – მართლაც ოლიგარქებს!
ამ დროს თუ ამიტომაც, ასპარეზზე ისევ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოდის! ის, რომ ქალბატონი დეგნანი, საქართველოს გარდა, აშკარად ერევა ევროკავშირის თუ ევროსტრუქტურების საქმიანობაში, მართლაც გასაკვირია. ეს რომ ნატო იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა, ბოლო-ბოლო, აშშ ნატო-ს წევრი და ლიდერი სახელმწიფოა, მაგრამ… ევროკავშირი?! თუ – რა მნიშვნელობა აქვს – მთავარია, გავლენა გქონდეს და უსიტყვოდ გისმენდნენ?!
უკრაინამ გაიწვიაო, – რომ ამბობს, – ვენეციის კომისიის საიტზე დევს და შემდეგნაირად იკითხება: განხილვაში მყოფი! საიდან იცის, თუ რა პოზიცია ექნება უკრაინას ამ კანონთან მიმართებით მომავალში? უთითებს, რა უნდა გააკეთონ? თუ უბრძანებს? საერთო გეგმა აქვთ? თუ კოორდინაციას უწევს ამ და სხვა საკითხებს აქედან, საქართველოდან? უკრაინის საკითხებსაც „კურირებს“? შეიძლება არ ვიცით და ახალი თანამდებობა აქვს – აშშ-ის ელჩი უკრაინასა და საქართველოში? აქ უკვე საქართველოს სუვერენიტეტზე და საშინაო საქმეებში ჩარევის ეჭვი არ ჩნდება მხოლოდ, არამედ, სავარაუდოდ, საქართველოს წინააღმდეგ შეტევისათვის თუ საჭიროა, უკრაინის გამოყენებისაც! უკაცრავად, მეგობარო და რატომ, ვისთვის, რისთვის და რის ფასად?“ – წერს ნიკოლეიშვილი.
“უკრაინის საკითხებსაც „კურირებს?” შეიძლება არ ვიცით და ახლი თანამდებობა აქვს – აშშ-ის ელჩი უკრაინასა და საქართველოში?” – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით
