“რადიო “თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოითხოვა, ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

მისივე თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებების გამო, უკრაინელი ხალხი პასუხს აგებინებს ხელისუფლებაში მყოფ მოღალატეებს.

“როგორი თვალთმაქცური და ფლიდია ზელენსკის ადმინისტრაცია. თურმე, ჩვენი პოლიტიკურ-ჰუმანიტარული დახმარება არაფერია და საქართველოს “ვებერთელა სამხედრო არსენალის” გაუზიარებლობა ყოფილა “ღალატი”. ბელარუსთან, საიდანაც უკრაინა იბომბება, დიპლომატიური კავშირი შენარჩუნებული აქვთ და ვერც სანქციებისთვის იმეტებენ.

გაიმარჯვებს გმირი უკრაინელი ხალხი და პასუხს აგებინებს ხელისუფლებაში მყოფ მოღალატე კლოუნებსა და სპეკულანტებს!” – წერს გია აბაშიძე.

გაზიარება