“ყველაფერი, რაც ეკონომიკას აძლიერებს და რაშიც ფული იდება, მუდმივად ხდება დარტყმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ნელნელა ჩამოყალიბდა ოპოზიციის ჩვეულებრივ დანამატად, ინსტრუმენტად, ეს ინსტრუმენტი რა თქმა უნდა, ურტყამს ვიღაცას, ვინც ეკონომიკაში რამეს გააკეთებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი”.
მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციიის დარტყმის სამიზნეა ყველაფერი, რაც ქვეყანაში უზრუნველყოფს შვიდობას და კეთილდღეობას.
„ურტყამენ ქართულ ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში და ამბობენ, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, რაც ასევე ტყუილია, იმიტომ, რომ ეს ზრდა დაწყებული იყო, სანამ ეს ომი დაიწყებოდა. ურტყამენ ყველაფერს ისეთს, რაც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს შვიდობას და კეთილდღეობას. ურტყამენ სპეციალურად, იმიტომ, რომ სხვანაირად ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვლენ“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.