შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე .

გაზიარება