შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს გია გაჩეჩილაძის იგივე “უცნობის” სიძემ – გიგიშა შარაშიძემ სცემა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

“რუსთავი 2” დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

ცნობისთვის: ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს სცემეს. მოქალაქე ყოფილ მაღალჩინოსანს საკუთარ სახლთან მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის წინ ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარს აფთიაქის თანამშრომელიც ადასტურებს.

გაზიარება