„წარმოგიდგენიათ, რას ყვება დევიდ ლი…?! ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ევროკავშირის ელჩი, ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, გარჩევებს უწყობდნენ და მასზე შეწოლას ახდენდნენ! ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ დევიდ ლიმ დატოვა “ევროპული ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელის პოსტი“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„გასაგებია, რატომ “უპრავებდნენ” სააკშვილს სხვა ყველა სისასტიკეთან ერთად ბიზნესზე ძალადობას იმიტომ, რომ თვითონაც ამ “ღირებულებების” ხალხია.

დევიდ ლის, ჩამოსვლისთანავე მოუწია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უმსხვილესი კომპანიის(მაგთი) მართვა. საკუთარ თავზე გადაიტანა რეპრესები, არ გაქცეულა, დღემდე საქართველოში ცხოვრობს და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს.

წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. “კუდში” და “სოდში” კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით “გაპრესეს” და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნილი სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს!

დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი! აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს!

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და აუცილებლად მიმაჩნია გამოძიების დაწყება!“ – აცხადებს შაქარიშვილი.

გაზიარება