„კასიანოვის განცხადებით, თუ რუსეთთან აღდგა ფრენები, ის დაიწყებს უკრაინელების ევაკუაციას… როგორ გინდა ახლა, თავი შეიკავო? ასეთი უმადურობა გაგიგია? ვინ არიან ეს “ნაგლები?” მოსკოვიდან დაფრინავენ თვითმფრინავები პარიზში, ბერლინში, ვარშავაში, ვაშინგტონში, ვენაში, ბაქოში, სტამბოლში და რა ვიცი, მსოფლიოს ყველა წერტილში და სხვა ქვეყნებიდან არ გაჰყავთ თავიანთი მოქალაქეები? ტვინში სისხლი ჩამექცა, ასეთი რამ არასოდეს გამიგია.. ეგ კი არა, ისე იქცევიან უკრაინის დღევანდელი ხელისუფალნი, დიდი სიამოვნებით გამოგვიცხადებდნენ ომსაც“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის – ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

„უკრაინელს თითქმის ყველაფერი უფასო აქვს ჩემს ქვეყანაში…. გამოექცნენ ომს, საკუთარ მიწას არ იცავენ, ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ და მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები… ეს ის ხელისუფლებაა, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით გენერატორებს და თვითონ ამაში მილიონებს აკეთებენ…

მართლა ძალიან გავმწარდი…. დავიჯერო, ყველა ქვეყნიდან გაჰყავთ უკრაინელი, სადაც მოსკოვიდან თვითმფრინავები მიფრინავენ? თუ მხოლოდ ჩვენთან აქვთ დიდი გული? ბოლო-ბოლო, რა უნდათ? რას გვერჩიან? მაინც და მაინც თბილისი ხარკოვივით მიწასთან უნდა იყოს გასწორებული, რომ მათ ჩვენ მოვეწონოთ? მიპასუხეთ ვინმემ, რას ითხოვენ? ….

ერთი წელია, ომი აქვთ და ერთი თვის წინ შეწყვიტეს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენთან აქვთ პრეტენზია.

წარმოგიდგენიათ? 11 თვე რუსეთთან ჰქონდათ ჩვეულებრივი ეკონომიკური თანამშრომლობა და მხოლოდ საქართველოსთან აქვთ დიდი გული…

ამოვიდა ყელში… შემოაწუწეს მიშა ჩემს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად, არ გამოუვიდათ და ახლა რეებს აკეთებენ, ხედავთ?
ამდენი თავის დახრაც არ შეიძლება… დავიღალეთ… ჩვენც გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა…

პ.ს. 2008-ში, ომიდან 2 თვეში, უკრაინამ დადო რუსეთთან ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და კონტრაქტით, ეგ იყო უკრაინის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური კონტრაქტი, რაც კი ოდესმე ჰქონიათ…

ჰოდა, რა მინდოდა, მეთქვა: ველოდები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უკრაინელის გაყვანას, რადგანაც ყველგან დაფრინავს რუსული თვითმფრინავი…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ლატარია.

გაზიარება