ვენეციის კომისია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
“2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას სთხოვა განეხილა კანონპროექტები „გარე ძალის გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს – კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
