,,ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს და დავამატებ – ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველაფერი გააკეთა ავაზაკი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის დასაკავებლად, მაგრამ მას ხელი შეუშალეს ამერიკის გარკვეულმა პოლიტაქტორებმა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.
„ზუსტად იმ სუბიექტებმა, რომლებსაც მათ მარიონეტ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სურთ, რომ საქართველოში არ იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება. რატომ? იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არანაირი ფსევდოგეოპოლიტიკური მიზნების სანაცვლოდ არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ქაოსსა და ომს.
10 წელია, სხვადასხვა ვერაგული ხრიკებით ცდილობენ საქართველოს უბედურების ქარცეცხლში გახვევას და სააკაშვილის ღალატის პარტიის სათავეში მოსვლას, მაგრამ ვერ მიაღწევენ – ქართველი ერი ბრძენია, მრავალ ომგამოვლილია და აღარ სურს ბნელ წარსულში დაბრუნება”, – აღნისნავს აბაშიძე.