“ვიღაც სულელი გამოდის და ამბობს, რომ აფთიაქში რაღაც მოხდა, მეც შემიძლია ვთქვა რომ აფთიაქში თბილისის მერს თავში მოხვდა წამალი, მერე ვიღაცამ ეს რომ გაავრცელოს”, – ასე პასუხობს რომან გოცირიძე ყლფილი შინაგან საწმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გოცირიძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და ეს ყველაფერი შესაძლოა ჭორი იყოს.

“არაფერი არ ვიცი, შესაძლებელია ეს არის ჭორი, მაგრამ ეს კომენტარები რაც კეთდება, ნაცვლად იმისა, რომ ვიზეც არ უნდა იყოს თავდასხმა, რომ უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან გამოძიებული და ველურობაა, თუნდაც ლინჩის წესით ადამიანზე გასწორება და აღტკინებული ამაზე საუბარი – ეს უგუნურებაა.

ეს ნიშნავს, რომ არ აფასებენ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”, – აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის: ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად 2 იანვარს, ვაკეში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქთან სცემეს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის, სიძე გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ფაქტს “რუსთავი 2 -თან” თავად შარაშიძეც ადასტურებს.

გაზიარება