“ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია,”- წერს სოციალურ ქსელში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე.

“მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ. შეაშინეთ ბებიათქვენი”- წერს ნინო ნადირაძე.

გაზიარება