„არაერთხელ გამიზიარებია ჩემს “ფეისბუკში” ამერიკელთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც „მძინარე ჯო“ (ტრამპმა შეარქვა) ხან კედლებს ელაპარაკება, ხან ტერმინებსა და თარიღებს ურევს და ხან კიდევ გასასვლელები ერევა და, მეუღლისა თუ მცველების დახმარებით, სწორი მიმართულებით უძღვებიან“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი გია აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით.

„გამოქვეყნდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგი საინტერესო ანალიტიკური წერილი თემაზე – ვინ მართავს ამერიკას? შათირიშვილი მართებულად აღნიშნავს და ეს აშშ-ის პოლიტიკური და მედია წრეებიდან სულ ისმის – ამერიკას ჯო ბაიდენი არ მართავს.

Drain the swamp! (დავაშროთ ჭაობი!) 80-იან წლებში გაჩნდა ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში. ტერმინმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დონალდ ტრამპის პოლიტიკაში გამოჩენიდან. ის და მისი თანაპარტიელები მუდმივად ამბობენ, რომ ვაშინგტონს მართავენ “დაჭაობებული” ოჯახები, რომლებიც პოლიტიკურ-სამხედრო-კორპორატიული ღრმა კავშირებითა და სიმდიდრით ზეგავლენას ახორციელებენ, უწინარესად, თეთრ სახლზე (ტრამპი გამონაკლისი იყო, ამიტომაც დაამარცხეს).

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას (თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოღალატეს, კრებსით კინზინგერებს) დიდი შრომა მოუწევთ ამ “ჭაობის დაშრობაში”, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნავს აბაშიძე.

გაზიარება