„ძალიან მძიმე ფაქტები გაახმოვანა დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. დიახ, ლიბერალური ფაშიზმი მომძლავრდა ჩვენთან. მან ერთი- ერთში გადმოიღო ბოლშევიკური და ჩეკისტური მეთოდები. უნივერსიტეტებიდანზუსტად იგივე მეთოდებით ცდილობენ, გააძევონ მათთვის მიუღებელი პროფესორ-მასწავლებლები, როგორითაც ბოლშევიკები აძევებდნენ მათთვის კლასობრივად უცხო ელემენტებს და ე.წ. „წითელი პროფესურით“ ანაცვლებდნენ. ისინიც რეჟიმისთვის ჩვეული მეთოდებით ურეცხავდნენ ტვინებს ახალგაზრდებს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

«Твой отец – враг народа» – ვინ წარმოიდგენდა, რომ 1937 წლის „დიდი ტერორის“ ეს მოარული ფრაზა, რომელიც საბჭოთა საქართველოშიც ბევრჯერ გამოყენებულა ალბათ, 2023 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაგვიბრუნდებოდა, ამჯერად – ლიბერალური დემოკრატიისა და პროდასავლურობის დროშით შეფუთული. ერთ-ერთი სკოლის „პედაგოგს“ სწორედ ასე მიუმართავს მისი მოსწავლისათვის.

მთლიანად საზოგადოებაში ცდილობენ, დაამკვიდრონ ის სულისკვეთება, რასაც ბოლშევიკები ამკვიდრებდნენ ე.წ. „კლასობრივი ბრძოლის“ დროშის ქვეშ.
ამ დღეებში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა ლიბერალ-ფაშისტების მართლაც რომ უდიდესი და უმძიმესი ლუსტრაცია მოახდინა“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

გაზიარება