„უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ, წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს, არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ, არის კატეგორიულად მიუღებელი“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ამ ყველაფერს კი ემატება შემდგომ, გარდაცვლილების სახელით, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სხვების დამუნათება, თუ რატომ არ მიდიან საომრად იქ, სადაც თითქოსდა საქართველოს ბედი წყდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მე ვიტყოდი – მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავისი ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში. სხვისი შვილებით მანიპულირება ჯერ ცოცხლებით, ხოლო შემდეგ – ცხედრებით ამორალურზე უფრო მეტია და სხვა სახელიც ჰქვია“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება