„დღეს ვინც აწვდის ინფორმაციას, მათ შორის – საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლია, რომელსაც კონკრეტული, საკმაოდ წარმატებული პიარკომპანია აწარმოებს, ან – თაღლითი. სხვა ვარიანტი არ არსებობს, ვინაიდან გამორიცხულია, სააკაშვილს ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში რაიმე ავნოს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველოში ყველა მოწოდებულია იქითკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

„ანალიზებით ისიც დამტკიცებულია, რომ არანაირ მოწამვლას და, მით უმეტეს, მომწამვლელი ან მავნე ნივთიერებების სიჭარბეს ადგილი არ აქვს. გაცილებით უფრო დაბალია მაჩვენებელი ნებისმიერი მავნე ნივთიერებისა, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, პროპაგანდისტული ჯგუფის ინსტრუქციის შემხედვარე, რომ იგი არ ჩააბარებს საანალიზოდ სისხლს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდა არის აქ მთავარი და გადახდილი ფულის სანაცვლოდ უნდა მიიღონ შედეგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი CNN-ზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

„არა მარტო CNN, არამედ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები იგივე პროპაგანდისტული, ერთი და იგივე ტექსტით, ერთი და იგივე თემით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ არა მხოლოდ პოლიტიკური, – მათ შორის – საერთაშორისო საზოგადოება. ძლიერი პროპაგანდაა, მაგრამ ის ინფორმაცია არის თაღლითური და ვინც ეგეთ ინფორმაციას ავრცელებს უკვე საერთაშორისო დონეზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება