„თუ გვსურს საჯარო ნდობის აღდგენა, დროა ევროპარლამენტი გავაუქმოთ“, – განაცხადა  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ორბანი ასეთი ფორმით ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ზომები “საშინლად ჩავარდა”.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც ეროვნული დელეგატებისგან იქნება შემდგარი.

“ეს უზრუნველყოფს უფრო მეტ ზედამხედველობას, ანგარიშვალდებულებასა და სანდოობას. დაუბრუნეთ კონტროლი წევრ სახელმწიფოებს!” – თქვა ორბანმა.

გაზიარება