“ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის, თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ “TV აჭარაზე“ გადაცემაში – „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

“ოქსიმორონია ის ამბავი, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს რაღაცნაირად მიიწებოს 9 აპრილი და რამენაირად ასოცირებული იყოს ამასთან. არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაზიარება