,,ვის უყვარს საქართველო? დევიდ კრამერს? კრამერს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც, თურმე, რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს კიდევ ერთ საქართველოზე ძალიან “შეყვარებულ” ფოტიგასთან ერთად?’’ – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას დევიდ კრამერთან დაკავშირებით.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კრამერი საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის სანაცვლოდ სთავაზობს ნატო-ს წევრობას.
„იმ კრამერს ხომ არა, მინიმუმ, თვეში ერთხელ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად ერთ განცხადებას რომ აკეთებს? ,,იქნებ, სულ არ გააკეთოთ კომენტარი? ასეთ კომენტარს ნამდვილად აჯობებს! მაინც და მაინც არც მის ამერიკულ თუ ევროპულ აკადემიურ წრეებში დაფასებულობის შესახებ გვსმენია, რამე რომ არ მოგატყუოთ!’’ – წერს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება