კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის – შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ვივამედს” 125 პატიმარი ჰყავსო მკვდარი, – აცხადებს ხაჭაპურიძე. 2019 წლიდან გარდაცვლილია 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო. ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ, კლინიკის მადისკრედიტირებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა. მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ნადირაძე.