“გერმანია საქართველოს მეგობარია. ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში”, – განაცხადა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ იოჰან ვადეპულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან – შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

იოჰან ვადეპულის თქმით, არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირი წევრი ქვეყანა.

„ქართველ კოლეგებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები პარლამენტთან, პოლიტიკოსებთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუ საქართველო შემოგვიერთდება და მხარს უჭერს უკრაინას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის და, ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელსაც ერთად ვიცავთ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში, თუ როგორ უნდა წარიმართოს გაფართოების პროცესი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. მე ვხედავ რეალურ შანსებს, რომ საქართველო იქნება წარმატებული და სამომავლოდ შემოგვიერთდება ევროკავშირში“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.

გაზიარება