„ყველაფერი სააშკარაოზეა. ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირებაა. ერთი, რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა მელია გააძევონ თანამდებობიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება ამ პარტიაში. თუმცა, ცხადია, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება