“სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის შემოქმედის – აკაკი ბობოხიძის ეს განცხადება ადასტურებს იმ სიმართლეს, რაც ყველამ ვიცოდით. სწორედ ამ სიმართლისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი და, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც ეს სისხლისმსმელები იქნებოდნენ ხელისუფლებაში“, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისივე თქმით, საზოგადოება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას სწორად აფასებს და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„საზოგადოება მაშინაც და ახლაც ყველაზე კარგად ხედავს რეალობას ერთმანეთისგან არჩევს დემოკრატიას და ავტორიტარიზმს, თავისუფლებას და მონობას, სამშობლოს სიყვარულს და მის სიძულვილს. სწორედ ამიტომაც, ვერასდროს დაბრუნდება არჩევნების გზით ხელისუფლებაში ომისა და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა.

2004-2012 წლებში საქართველოში იყო ავტოკრატიული მმართველობა. ,,ნაციონალური მოძრაობა” იყო ავტოკრატიული რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი იყო ავტოკრატი პრეზიდენტი. დაუნდობლად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, განსხვავებულ აზრს და მედიას; ატერორებდნენ და აკულაკებდნენ ბიზნესს, ებრძოდნენ ყველაფერს ქართულს: ტრადიციებს, ღირებულებებს, დედა ეკლესიას, უწმინდესს. ამაზე მაშინ მუდმივად საუბრობდა ოპოზიცია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი თავს ,,დემოკრატიის შუქურად” მიიჩნევდა.

2012 წლის შემდეგ არასდროს მოგვისმენია აღიარება, სინანული, ბოდიში, პირიქით – ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, ყველანაირი მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის, იმისთვის რომ ასჯერ უფრო მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლეს.

“ნაციონალურ მოძრაობას” და მისი განაყოფებს უნდათ ომი, ქაოსი, დესტაბილიზაცია, არეულობა და რევოლუცია, თუმცა ამას არ დაუშვებს არც ხალხი და არც ,,ქართული ოცნება“. შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად, საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“, – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება