“წერა-კითხვის უცოდინარმა, ქართული ჯარისთვის ფულის მომპარავმა დავით კეზერაშვილმა ,,ქუჩის ბიჭობიდან” ოლიგარქობამდე, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, ეს გზა გაიარა: ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტური კორუფცია, ,,შავი სალარო”. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და “კეზერა” იყო მისი და მისი ოჯახის პირადი ,,კასირი”, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოცლიალურ ქსელში.
მისივე თქმით, მოპარული ფულით დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და “ენჯეოებს” აფინანსებს, მაგრამ ეს შედეგს ვერ მოიტანს.
“დღეს ქართული ჯარისთვის ფულის მომპარავი დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს ,,კრიტიკულ მედიებს”, ასევე სამოქალაქო სექტორის და ,,ავტორიტეტული ენჯეოების” ნაწილს.
სწორედ ამიტომ შემოიხია ტანზე პოლიტიკოსთა, მედიამენეჯერთა და ,,ენჯეოშნიკთა” ნაწილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე. დიახ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მომზადებული და საქართველოს რეალობაზე მორგებული კანონპროექტი, პირველ რიგში, კორუმპირებულ, საქართველოში ბიზნესის და ბიუჯეტის ძარცვით გამდიდრებულ კეზერაშვილს შეეხება და მერე – სხვებს. მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯავს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და “ენჯეოებს”, მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული, რადგან სისხლიანი და რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის ხელისუფლებაში დაბრუნებას საქართველოს მოსახლეობა არასდროს დაუშვებს, არასდროს!“, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი.