„ომისა და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილისა და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა!“ – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

„დავით კეზერაშვილი – ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები – აკო მინაშვილისა და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ამ “ომში გამარჯვებული” დაიტოვებს ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას”.

თუმცა, ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ არც „კეზერას“, არც ვანოს და, თავის მხრივ, არც ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, მეტიც, – შეიძლება ითქვას, ფეხებზეც ჰკიდიათ.

სწორედ ამიტომ, ყოფილ თანაგუნდელებზე ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა საკუთარი კანდიდატურის, სანდო და სანდომიანი გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება. ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო აწი იწყება“, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

გაზიარება