თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის – დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის – კურტ ვოლკერის ლონდონში შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რამდენი მილიონიც არ უნდა „აახიონ“ ოლიგარქ კეზერაშვილს, არც მას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეშველებათ და ხელისუფლებაში ვერანაირი სცენარით ვერ დაბრუნდებიან.
„როგორც ჩანს, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ საქართველოს ჯარისთვის მოპარულმა, ქართული ბიზნესისთვის ,,შეწერილმა” და ევროპელი პენსიონერებისთვის ქოლცენტრებიდან ,,ახეულმა” ფულმა ქართველების ამერიკელ სიძემდეც მიაღწია.
სავარაუდოდ, კურტ ვოლკერმა (ჭკუას რომ გვარიგებს ხოლმე) და მისმა ქართველმა მეუღლემ საკუთარი კავშირები “კეზერას” სამსახურში უნდა ჩააყენონ: ია მეურმიშვილის მეგობარი ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ,,ენჯეოშნიკები” საქმეში უკვე ჩაერთნენ, ერთი-ორ მასსავით ყოფილ ჩინოსანს კურტიც შეახვედრებს “კეზერას” და ეგ არის – შეიქმნება ილუზია, რომ ოლიგარქ დავით კეზერაშვილის უკან გავლენიანი დასავლური ძალები დგანან, თუმცა მის აღმატებულება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და უკვე დიდი ხანია, ვეღარავინ ატყუებს. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის განაჩენი მთელ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, მის ყველა ლიდერს, გაქცეულ და დაპატიმრებულ კრიმინალებს, მათ მხარდამჭერ (ვითომ გამიჯნულ) ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს და ,,ენჯეოშნიკებს”, მათ უცხოელ ლობისტებსაც ეხება და ეს განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ბოჟაძე.