„რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა. არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად (და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის), ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
„მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც NATO-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული საკითხი, თუ რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა შოლცმა.