„მოგეხსენებათ, ქუთაისში პარლამენტის შენობა არის, პრაქტიკულად, უფუნქციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ IT მიმართულების განვითარებას“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი, და არა მხოლოდ, – ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება