„თვეზე მეტია ევროპარლამენტში ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარების უმრავლესობა ღიად ამბობს, რომ უკონტროლო NGOკრატრიამ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა ევროკავშირის სუვერენიტეტს. ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე სამყარო არის უდიდესი საფრთხე, ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ვცდილობთ გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტების დანერგვას. როცა საქართველოს პარლამენტში განიხილება არასამთავრობოების კანონი, პარალელურად ეს ხდება ევროპაშიც – სინამდვილეში ეს არის ევროპული გზა!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვსვამ კითხვას, თუ ამერიკაში მოქმედებს, თუ ევროპარლამენტშიც ინერგება, როგორ იქცა მაინც და მაინც ქართული ინიციატივა რუსულად?! ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს ამ კითხვაზე?

ჰო და კიდევ ერთი – მნიშვნელოვანია, რომ NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ – EPP-იმ წარადგინა. ანუ, იმ პარტიამ, რომელშიც ერთიანდება “ნაციონალური მოძრაობა”. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ევროპარლამენტში ის ხალხია NGO-ების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციატორი, რომლებიც დღეს ჩვენ გვამუნათებენ. ეს უსამართლო თავხედობა და იაფფასიანი ფარისევლობაა“, – აღნიშნავს გვიდიანი.

გაზიარება