“ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება”,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ”ფეისბუკში“.

გაზიარება