“დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“ეს არ ყოფილა ერთდაერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და დეტროიტი არ ყოფილა გამონაკლისი. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, რომ წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ. ანუ ის, რასაც ჩვენს არჩევნებზე აფიქსირებენ ხოლმე.
და როდესაც, ამის შემდეგ, რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ “ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო, “უბრალოდ გამეცინება” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ში არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ პოლარიზებული და ის მიმდინარეობდა არჩევნების მიმართ ნდობის შელახვის მცდელობით.