„ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ისინი, ვინც ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუციის “გაპრავებას” ცდილობს. ძალიან კარგი თვითლუსტრაცია მოახდინეს და ამას მალე იგრძნობენ ტყავზე“, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

„თურმე, ჩვენ უნდა ჩავღუნოთ თავი, კუთხეში დავდგეთ, შეცდომები ვაღიაროთ, ბოდიში მოვიხადოთ, ფეხებთან მივუხოხდეთ, ტუფლები ავულოკოთ და ასე მივიღოთ ის საკრალური კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

გაზიარება