“მგონი მართლდება პროგნოზი, რომელიც ბევრს ეხლა წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ევროკავშირი არ მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, მანამდე ვიდრე აქ მისთვის მოსაწონ ხელისუფლებას (იკითხე “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები) არ ნახავს”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

“ევროპარლამენტის დღევანდელი სრულიად არაადექვატური რეზოლუცია არის ამის თვალსაჩინო მაგალითი. მიუხედავად ამისა, ცხოვრება გრძელდება, მათ წერონ რეზოლუციები, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანას მოვუაროთ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ანჯაფარიძე.

გაზიარება