„ევროკავშირმა თქვა, – “კარგია დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება უკრაინაში” და ელოდება მისი რეალიზაციის შედეგებს. დიდი ალბათობით, ასეთივე მიდგომა ექნება ასოცირებული ტრიოს ორ სხვა წევრთანაც (მოლდოვა, საქართველო) – კანონი+შესრულება”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
“თუმცა, რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ ამ კანონის შედეგად ვერც ისინი და ვერც მათი პარტიული ტელეარხები ვეღარ მიიღებენ შინნაზარდი ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციით ნაშოვნ ფულს; შესაბამისად, არიან კანონზომიერ ისტერიკაში“, – წერს ანჯაფარიძე.