„როდესაც ევროპასა თუ ამერიკაში ჩივიან საქართველოში ანტიდასავლური განცხადებების თუ განწყობების მოხშირება-მომძლავრების გამო, და ამის გამო საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას უსვამენ კითხვებს, თან – მზარდი აგრესიულობით, რატომ ერთხელაც არ ჰკითხავენ საკუთარ თავს – “ჩვენი წვლილიც ხომ არ არის ამაში?“ – წერს“ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„როდესაც სრულიად დაუფარავად ცდილობ, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც შეაჩვიო აზრს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების საკითხთან არის მიბმული; როდესაც ასევე ცდილობ, სტატუსის საკითხი დაუკავშირო უკრაინის უფრო აქტიურ მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას, ხომ გასაგებია, რომ საზოგადოების უმრავლესობა ასეთ რამეებს არ მიიღებს და, როგორც მინიმუმ, გულაცრულებული დარჩება ევროპაზე. ნუთუ ასე რთული იყო მათთვის 30 წლის მანძილზე ქართული საზოგადოების შესწავლა?!” – წერს ანჯაფარიძე.