“ამერიკელებს კეზერაშვილი დღეს სასიცოცხლოდ ჭირდებათ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არსებობა როგორმე გაუხანგრძლივონ, რადიკალიზმი და პოლარიზაცია გააღვივონ და ხელისუფლების შეცვლა კიდევ ერთხელ სცადონ” , – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისი თქმით, კეზერაშვილს ამერიკელები მხოლოდ მას შემდეგ გაწირავენ, რაც ის მათთვის გამოუსადეგარი ფიგურა გახდება.

„შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ამერიკელებმა სააკაშვილი მას შემდეგ გაწირეს, რაც გიგა ბოკერიამ ისინი სააკაშვილის გამოუსადეგარობაში დაარწმუნა. მოგვიანებით კი, როდესაც ბოკერიამ საქართველოში რეიტინგი მთლიანად დაკარგა და გამოუსადეგარ ფიგურად იქცა, ისიც სხვა გაცვეთილი აგენტების გზას გაუყენეს და აუტსაიდერობისთვის გაიმეტეს. ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები საკუთარი აგენტურის მიმართ დიდად ერთგულნი არ არიან. შესაბამისად, მათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ისეთი ლოიალური აგენტებიც კი მარტივად გაწირეს, როგორიც ბოკერია და მისი მეუღლე არიან.

ისიც ფაქტია, რომ ჯერ ქართველი ბიზნესმენების და შემდეგ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი ამერიკელების გარეშე ევროპაში ასე თავისუფლად ვერაფრით გადაადგილდებოდა.

შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ზუსტად ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება გერმანელი პროკურორების აქტიური ჩართულობით წარიმართებოდა, გერმანელებს მისი პასუხისგებაში მიცემა ძალზე გაუჭირდებათ“, – აღნიშნავს ფილოსოფოსი.

გაზიარება