„კანდიდატის სტატუსის გარშემო პირვანდელმა მღელვარებამ გადაიარა და საზოგადოებამ ყველაფერი სათანადოდ გაანალიზა. თუმცა რადიკალური ოპოზიცია თემის ხელახლა აქტუალიზებას ცდილობს. მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივეა. სტატუსს არ მოგვანიჭებენ, რომ 2024 წლამდე რევოლუციური მუხტის შექმნა კიდევ ერთხელ სცადონ, ხოლო თუ ეს მუხტი ვერ შექმნეს, საკითხს 2024 წლის ოქტომბერში გადაწევენ, რომ უარი წინასაარჩევნოდ გვითხრან და „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარონ“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, საზოგადოების სიფხიზლეს და ყურადღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„დარწმუნებული ვარ, ხალხი არც ამ შემთხვევაში გაებმება მახეში და ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის დარღვევის შესაძლებლობას არავის მისცემს“ , – აცხადებს შათირიშვილი.