“კურტ ვოლკერი კეზერაშვილს არა საკუთარ, არამედ მისი ხელმძღვანელობის გზავნილებს უზიარებდა” , – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ ვოლკერის სკანდალურ შეხვედრასთან დაკავშირებით.

შათირიშვილის თქმით, ვოლკერი ის ფიგურა არაა, რომ კეზერაშვილს საკუთარი ინიციატივით, ნებართვის გარეშე ხვდებოდეს და მისგან, ლევან ხაბეიშვილის მსგავსად, უბრალოდ ფულის გამორჩენას ცდილობდეს.

“ვოლკერი არის მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში.

დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია სრულიად მოშლილია. აშკარაა, რომ დაპირების შესრულებასთან და “ნაციონალური მოძრაობის” დამთავრებასთან „ქართული ოცნება“ საკმაოდ ახლოს არის. თუმცა, ამერიკელებს რადიკალები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული და მათ გასაცოცხლებლად ყველაფერს აკეთებენ.

ამ მიზნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი რადიკალების მთავარ ფინანსურ დონორს, დავით კეზერაშვილს განსაკუთრებულად გაუფრთხილდებიან”, – აცხადებს ფილოსოფოსი.

გაზიარება